ბელარუსში covid 19-ის შემთხვევებმა მოიმატა, თუმცა 9 მაისს ხალხმრავალი აღლუმი მაინც ჩატარდება

Nusagi

ბელარუსში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა უკვე 17 ათასს გადააჭარბა, თუმცა პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო 9 მაისის აღლუმის ჩატარებას მაინც გეგმავს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ლუკაშენკომ ყოფილ სსრკ-ში შემავალი ქვეყნების ლიდერები ტრადიციულ აღლუმზე მიიპატიჟა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ მასობრივმა ღონისძიებამ შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია დაამძიმოს. 

ქალაქის ცენტრში უკვე მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურეთა რეპეტიცია, აღლუმზე დაახლოაბით 3 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. 

მინსკში „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტის ირინა ხალიპის თქმით, სოციალური ქსელების ბელარუსი მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და წერენ, რომ სტუდენტებს აიძულებენ აღლუმზე მივიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საერთო საცხოვრებლებიდან გამოსახლებით ემუქრებიან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: