აშშ-ს შტატებში, სადაც საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა, ინფექციის ახალი ცხელი წერტილები გაჩნდა

Nusagi

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. იმის მიუხედავად, რომ ნიუ-იორკში დაავადებულთა რიცხვი მცირდება, გაჩნდა ახალი ცხელი წერტილები- ეს არის შტატები, სადაც საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა, მათ შორისაა ნებრასკა და მინესოტა,-ამის შესახებ „Daily Mail“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, იმ დროს, როცა ნიუ-იორკში კორონავირუსის შემთხვევებმა 38%-ით იკლო, ნებრასკაში 155%-ით მოიმატა, მინესოტაში კი, 55%-ით.

ექსპერტები შიშობენ, რომ მონაცემების მიხედვით, ნიუ-იორკის გარდა აშშ-ს დანარჩენი ნაწილი არასწორი მიმართულებით მიდის: ინფექციის ახალი დადასტურებული შემთხვევები დღეში 20 000-ს აჭარბებს, გარდაცვლილთა რიცხვი კი, დღეში 1000-ს.

აშშ-ში კარანტინი მთლიანად არსად მოუხსნიათ, მაგრამ ბევრგან ნაწილობრივ შემსუბუქებულია, მუშაობა დაიწყეს საწარმოთა ნაწილმა, ასევე საცალო ბაზრობებმა. მთლიანად ჩაკეტილია 11 შტატი, თუმცა მათ ერთობლივი გეგმა აქვთ კარანტინის ნაწილობრივ შემსუბუქების, რაც გულისხმობს მშენებლობის და წარმოების განახლებას. 

აიოვაში კორონავირუსის გამო გარდაცვალებათა რიცხვმა თავის მაქსიმუმს მიაღწია- 19, რადგან ერთ-ერთ საწარმოში Tyson Foods, სადაც ღორის ხორცის გადამუშავება ხდება, ერთდროულად 730 მუშა დაინფიცირდა.

კანზასში, შონის რეგიონში, სადაც ბიზნესზე საკარანტინო შემთხვევების მოხსნა დაიწყო, გუბერნატორმა კოვიდ19-ის შემთხვევათა გაორმაგების შესახებ განაცხადა.

ვაშინგტონის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მათი პროგნოზით, აშშ-ში კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა აგვისტოს დასაწყისისთვის 134 000-ს მიაღწევს. პენსილვანიის უნივერსიტეტს კი, გაცილებით შოკისმომგვრელი პროგნოზი აქვს- მეცნიერების აზრით, თუ ქვეყანაში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდება, გარდაცვლილთა რიცხვმა შესაძლოა, 350 000 შეადგინოს. 

აშშ-ში ვირუსზე ტესტირება შედარებით გაფართოვდა, რაც სავარაუდოდ, დადასტურებულ შემთხვევათა მონაცემებს ზრდის, თუმცა ეს არ ხსნის მთლიან მატებას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი ცზო-ფანჰ ჩჟანი ამბობს, რომ ეს მატება ტესტირებასთან კავშირში არ არის. „ეს ნამდვილი მატებაა“,-აცხადებს დოქტორი. 

აშშ-ში, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით 74 ათასი ადამიანია გარდაცვლილი, ქვეყანაში 1,2 მილიონი ინფიცირებულია. 6 კვირის მანძილზე 30 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიმართა შესაბამის სამსახურს უმუშევრობის შემწეობისთვის, რადგან პანდემიის გამო უამრავი ბიზნესი დაიხურა. უმუშევრობის ოფიციალური მონაცემები დღეს გამოქვეყნდება, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ის 20% იქნება.  

Facebook Comments
%d bloggers like this: