„თუ ვინმეს პანდემიამდე კოცნიდი, გააგრძელე, მაგრამ სხვა ქალებს ნუ დაუწყებ კოცნას”

Nusagi

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბელარუსის ლიდერმა კაცები ახალი რჩევით დამოძღვრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

„თუ ვინმეს მანამდეც კოცნიდი, გააგრძელე, მაგრამ სხვა ქალებს ნუ დაუწყებ კოცნას, თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ. მოითმინე ერთი თვე და დარჩი ოჯახში“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ბელარუსში დღეისათვის COVID 19-ის 19 255 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 112 ადამიანი, თუმცა პრეზიდენტი ლუკაშენკო კორონავირუსით გამოწვეულ პანიკას „ფსიქოზს“ უწოდებს და ქვეყანაში საგანგებო ზომების შემოღებას არ აპირებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: