სილამაზის სალონის მეპატრონე შეზღუდვების დაუმორჩილებლობის გამო დააპატიმრეს

Nusagi

აშშ-ში სილამაზის სალონის მეპატრონე შეზღუდვების დაუმორჩილებლობის გამო ერთი კვირით დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ინციდენტი ტეხასის შტატში ქალაქ დალასში მოხდა. როგორც იუწყებიან, სილამაზის სალონის მეპატრონე კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებოდა და სალონის დახურვაზე უარს ამბობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ერთკვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მანამდე მოსამართლემ განაცხადა, რომ თუ სალონის მეპატრონე „ეგოისტური საქციელისთვის ბოდიშს მოიხდის და სალონს დახურავს, მაშინ მას არ დააპატიმრებენ“, თუმცა ქალმა აღნიშნულზე უარი განაცხადა.

მისი თქმით, „ბავშვების გამოკვება, ეგოიზმი არ არის“.

Facebook Comments
%d bloggers like this: