კრიმინალი

ქართველი „კანონიერი ქურდი“ ოკუპირებული აფხაზეთის იზოლატორში სცემეს (ვიდეო)

Nusagi

ქართველი „კანონიერი ქურდი“ თენგიზ ლაკერბაია ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემეს.
მას ფიზიკურად იმავე დაწესებულებაში მყოფი სხვა კრიმინალური „ავტორიტეტები“ გაუსწორდნენ.

აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ თენგიზ ლაკერბაია და კიდევ ერთი პატიმარი ჩუმად ჭამდნენ. ამ ფაქტმა სხვა პატიმრების უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც დაწესებულებაში ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

ცნობილია, რომ თენგიზ ლაკერბაიას მწვავე დაპირპისპირება აქვს გავლენიან „კანონიერ ქურდ“ რაულ ბარცბასთან, რომლის დაჯგუფების ორი წევრი – ასლან ავიძბა და ასტამურ შამბა, სოხუმში რამდენიმე თვის წინ ჩაცხრილეს.

მომხდარში რაულ ბარცბას (პიზა) კლანი თენგიზ ლაკბერბაიას და მის მოკვშირეებს ადანაშულებს. ეს სისხლიანი დაპირისპირება აფხაზეთში კრიმინალური გავლენებისთვის ბრძოლას უკავშირდება.

წყრო:„პრაიმტაიმი“

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,403 ნახვა
%d bloggers like this: