18 მაისიდან იტალიაში რელიგიური ცერემონიების ჩატარება განახლდება

MADDALONI, CASERTA, ITALY - 2020/05/03: Church of San Francesco D'Assisi in Maddaloni (CE), closed and empty due to the coronavirus emergency that has affected the whole country. (Photo by Vincenzo Izzo/LightRocket via Getty Images)

Nusagi

18 მაისიდან იტალიაში წირვებისა და საქორწინო ცერემონიების ჩატარება უსხაფრთხოების მკაცრი ზომების გათვალისწინებით განახლდება. ამის შესახებ იტალიის მთავრობაში  განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ეკლესიებში წირვებისა და საქორწინო ცერემონიების ჩატარება ორი თვის განმავლობაში იყო აკრძალული კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.

დღეს იტალიის მთავრობამ ხელი მოაწერა პროტოკოლს, რომლის თანახმად, რელიგიური ცერემონიების განახლება უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით უნდა მოხდეს. კერძოდ, სოციალური დისტანცირების წესი დაცული უნდა იყოს, სასულიერო პირები მრევლთან კონტაქტირებას უნდა მოერიდნონ. ასევე, ეკლესიებში ერთი მეტრის დისტანცია უნდა იყოს დაცული, ხოლო იმ პირებს, ვისაც 37.5 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდებათ, ეკლესიაში არ შეუშვებენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: