32 წლის მამაკაცი დასატენად შეერთებულ ტელეფონზე თამაშის დროს გარდაიცვალა

Nusagi

ტაილანდის ქალაქ ნანში მცხოვრები მამაკაცი საკუთარ ლოგინში, დასატენად შეერთებულ მობილურ ტელეფონში თამაშის დროს გარდაიცვალა – ამის შესახებ Daily Mail წერს.

32 წლის კურიერის ტინაკორნა რატანაუპაფანას (Tinnakorn Rattanauppaphan) ცხედარი 1 მაისს აღმოაჩინეს. მას შემდეგ, რაც ორი დღე სამსახურში არ გამოცხადდა, კოლეგებმა მისი სახლში მონახულება გადაწყვიტეს. ახალგაზრდა მამაკაცი ფანჯარასთან ახლოს, ლოგინში იწვა და ხელში დამაგრძელებელზე შეერთებული ტელეფონი ეკავა.
გარდაცვლილის ახლობლები ირწმუნებიან, რომ ტინაკორნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებდა და მტრებიც არ ჰყავდა, თუმცა ვიდეოთამაშებს ძალიან დიდ დროს უთმობდა.

პირველადი დათვალიერებით და მოგვიანებით, ექსპერტიზის დასკვნით,  მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ელექტროტრამვა გახდა. „ვფიქრობთ, მისი გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმაა, რადგან ხელებზე დამწვრობის კვალი აღენიშნება“  – განაცხადა პოლიციის ოფიცერმა სამრან ვონგჩაიამ  (Samran Wongchaiya).

Парня убил телефон на зарядке прямо в постели - фото - новости

ტაილანდში ეს მობილურ ტელეფონზე თამაშის დროს გარდაცვალების პირველი შემთხვევა არაა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა ქალაქ ჩონბურში და მაშინაც ახალგაზრდა მამაკაცს ტელეფონი დასატენად შეერთებული ჰქონდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: