ამირან გამყრელიძე: არ შეიძლება ახლა ჩვენი ბავშვების გეგმური აცრები შევაჩეროთ

Nusagi

ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა და საქართველო ამაში ვერ ჩაერევა.

“ქართული ოცნება სამარცხვინოდ იქცევა, როგორც ყოველთვის. მე მათ ვურჩევდი, რომ მოდი, მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უამრავი გაჭირვებული ადამიანია, რომელსაც შემოსავალი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი თავის გზას მოძებნის, ეს არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით ვერანაირად და ზედმეტ გაჭიფხვას და გამოჭიფხვას ჯობია, რომ შეეგუონ ამ ვითარებას და ადეკვატურად უპასუხონ, ანუ, გააგრძელონ ჩვეულებრივი, დიპლომატიური ურთიერთობა. მით უმეტეს, საკვების კრიზისი დგება ახლა და უკრაინა არის ბეღელი მთელი მსოფლიოსთვის ხორბლის თვალსაზრისით”, — განაცხადა რუსთავი 2-თან ვაშაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: