„დეზობარიერი, რომლის ფასი რამდენიმე ლარია, იყიდება 100-200 ლარად, ხუთმაგ ფასებშია სადეზინფექციო ხსნარები“

Nusagi

რატომ უნდა დაავალდებულოს მთავრობამ ისეთი საშუალებების შეძენა, რომლებიც 5-10-მაგად იყიდება?  – ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„განსაცდელის დროს ზემოგებაზე მუშაობის ნათელი მაგალითი: თერმომეტრი CK-T1501-ს საბითუმო ფასი 450-550 რუბლი, ანუ 20-24 ლარი ღირს. ვნახე სხვა ფასები, 18 დოლარიდან 47 დოლარამდე. ჩვენთან, ყველაზე იაფად, იყიდება 300 ლარად. ყიდიან უფრო ძვირად.
ეს თერმომეტრი სავალდებულოა ასობით სილამაზის სალონისთვის.
ვიღაც წურბელები ხელს ითბობენ.
რა მნიშვნელობა აქვს ნიორს გაყიდი ათმაგად, პირბადეს თუ ეპიდემიის დროს აუცილებელ სხვა საშუალებებს.
დეზობარიერი, რომლის ფასი რამდენიმე ლარია, იყიდება 100-200 ლარად. ხუთმაგ ფასებშია სადეზინფექციო ხსნარები.
იმედია მთავრობა მიაქცევს ყურადღებას.

გაირკვევა ვისი ბიზნესია.

ცალკე თემაა, თუ მცირე მარკეტებში, რომლებიც მუშაობენ, სიცხეს არ უზომავენ და დეზობარიერებს არ აწესებენ, რატომ ესაჭიროება სალონებს?

წლების წინ იყო მცირე სალონების შთანთქვის მცდელობა და ნუ იზამთ ისე, რომ ზედმეტი რეგულაციებით პრობლემა შეექმნას მცირე სალონებს.

მეუღლეს აქვს მცირე სალონი. არაა პრობლემა, შევუკვეთეთ თერმომეტრი წინასწარ, 19 დოლარად ალიექსპრესზე. სხვებმა რა ქნან, ახლა რომ შეუკვეთონ, 8 ივნისისთვის არ ჩამოუვათ.

ან რა საჭიროა 15 წუთიანი ინტერვალი კლიენტებს შორის?

არ ვიცი ვინ შექმნა სალონების ასოციაცია, მხოლოდ ლაპარაკობენ, როცა რომ ამ რეგულაციების მიღებამდე უნდა ემოქმედათ.

ყოველ უბანშია რამდენიმე სალონი, პლუს რაიონებში. ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ეს საკითხი შესასწავლია კარგად.

ვიმეორებ, ზოგი რამ ზედმეტად მიმაჩნია, ზოგი გადასახედია. რატომ უნდა დაავალდებულოს მთავრობამ ისეთი საშუალებების შეძენა, რომლებიც 5-10-მაგად იყიდება?“ – წერს ამირან სალუქვაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: