„რაღაც უმნიშვნელო თანამდებობაზე კაცი დანიშნეს და ესენი უკრაინასთან ურთიერთობას აფუჭებენ“

Nusagi

„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„სანამ გააჩერებენ, ან გაჩერდება ამ პოსტზე – მანამდე შეგვიძლია ავუხსნათ ხოლმე, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის თანამდებობის პირი პარტიული მიზნებით ნუ ერევა.
მაგრამ მაინც ჩაერევა…
არაფერს შეცვლის ეს დანიშვნა. უმნიშვნელო თანამდებობა მისცეს – მაგას სულთნობა უნდა.
ქაოსია ახლა კორონას გამო უკრაინაში – ვერ გაიგებ რომელი ოლიგარხი რას თამაშობს“

„ქოცებზე კომიკური მაინც არავინაა – რაღაც უმნიშვნელო თანამდებობაზე კაცი დანიშნეს და ესენი უკრაინასთან ურთიერთობას აფუჭებენ. ბრიყვების ხროვა ხართ ქოცებო“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: