Advertisements

ფეისბუქს ახალი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომელიც ცუკერბერგის გადაწყვეტილებების გაუქმებას შეძლებს

სოციალურ ქსელ Facebook-ს ახალი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომელში შევლენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ასევე საკონსტიტუციო სამართლოს რამდენიმე ექსპერტი და უფლებადამცველები,-ამის შესახებ reuters იუწყება.

დამოუკიდებელი საბჭო, რომელსაც უკვე უწოდეს ფეისბუქის „უმაღლესი სასამართლო“, შეძლებს, გააუქმოს კომპანიის გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ კონტენტის რომელი ფრაგმენტების დაშვება შეიძლება ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.

ფეისბუქი უკვე დიდი ხანია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა კონტენტის მოდერაციის გამო. მაგალითისთვის,  სოციალურმა ქსელმა დროებით აიღო მსოფლიოში ცნობილი ფოტო, რომელზეც ასახულია, თუ  როგორ გაურბის შიშველი ვიეტნამელი ბავშვი ნაპალმის ბომბებს. ისტორიულ ფოტოზე, რომლის ავტორსაც უამრავი პრიზი აქვს მიღებული, ასახულია პატარა გოგო, რომელმაც სირბილის დროს ცეცხლმოკიდებული ტანსაცმელი შემოიხია და ტკივილისგან კივის. ფეისბუქმა აღნიშნული ფოტო კონტენტისთვის შეუფერებლად მიიჩნია, წაშალა და მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნა, რაც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა სოციალური ქსელი ცენზურაში დაადანაშაულა. facebook-ს ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ ვერ შეძლო ბრძოლა მიანმარში მუსლიმების წინააღმდეგ ზიზღის შემცველი გამონათქვამების გამოყენებასთან. 

სამეთვალყურეო საბჭოში დაახლოებით 40 წევრი იქნება, რისთვისაც კომპანიამ 130 მილიონი დოლარი გამოყო. ეს თანხა 6 წელიწადზეა გათვლილი, რათა გამოქვეყნდეს სადავო საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

კომპანია სამეთვალყურეო საბჭოსთან ასევე შეათანხმებს რეკლამებთან და სხვადასხვა ფეისბუქჯგუფებთან მიღებულ გადაწყვეტილებებს. 

Facebook Comments
Advertisements