პოსტები სოციალური ქსელიდან

ეს რომ ბებიაჩემს მოსწრებოდა, ახლა “ამ” გერმანელების ფასი არავინ ეყოლებოდა!

Nusagi

,,რაც ბებიაჩემს გერმენელები ყავს ნაწყევარი ერთიც რომ ასრულებოდა, ახლა მიწასთან გასწორებული უნდა ყოფილიყო ეს ქვეყანა. ორი ძმა კოლია და ვასო ომში უგზოუკვლოდ დაიკარგნენ. ვასო იტალიაში ფორე მოსულიშვილთან იბრძოდა და რამდენიმე წლის წინ დავადგინეთ, რომ იტალიაში, ლაგომაჯორის ტბასთან საძმო სასაფლაოზე ყოფილა დაკრძალული, კოლიას საფლავს კი ჩემმა მამიდაშვილიშვილმა – გერმანიაში სასწავლებლად მყოფმა ალექსანდრე აბესაძემ მიაგნო.

ეს ფოტოები დღესაა გადაღებულიქალაქ ეიზენახში კოლია ხომერიკის საფლავზე, სადაც ალეკოს გერმანელი მეგობრები მისულან, საფლავი გაუწმენდიათ, ყვავილები მიუტანიათ და პატივი მიუგიათ ჯარისკაცის ხსოვნისთვის…
რა უცნაურია ცხოვრება, ეს რომ ბებიაჩემს მოსწრებოდა, ახლა “ამ” გერმანელების ფასი არავინ ეყოლებოდა!!!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაძე

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,825 ნახვა
%d bloggers like this: