საზოგადოება

ზურაბ გურული – 9 მაისი გამარჯვების დღე არ არის

Nusagi

9 მაისი გამარჯვების დღე არ არის,-ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს, მისი თქმით, ეს დღე შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რა მოსდევს უსახელმწიფოებრიობას.

„ეს ის პარადოქსული დღეა, როცა “სამშობლოსათვის” მებრძოლნი რეალურად ოკუპანტის გამარჯვების მოწმენი და შემოქმედნი გახდნენ გარემოებათა ბოროტი დამთხვევის გამო.

ეს გამარჯვების დღე არ არის.

ეს სხვათა ბრძოლებში ჩაფერფლილი ქართველების ხსოვნის დღეა.

საქართველომ, პატარა ქვეყანამ, უზარმაზარი, დამოუკიდებელი წვლილი შეიტანა იმ პლანეტარული მასშტაბის ბოროტების დამარცხებაში, ფაშიზმს რომ ვუწოდებთ. ჩვენ არასოდეს ვიყავით, ვართ და ვიქნებით მეორე პლანეტარული მასშტაბის ბოროტების ორგანული ნაწილი, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და რომელმაც ჩაყლაპა და შეინივთა იმ დიდ ომში დაღვრილი ქართული სისხლიც, სახელიც და დამსახურებაც.

კიდევ ერთ გაზაფხულს ვულოცავ დუნიას შემორჩენილ ბებერ ქართველ მგლებს! “,-წერს გურული ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,700 ნახვა
%d bloggers like this: