მარინა ეზუგბაია: ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების კლება შეინიშნება

Nusagi

“ყველა ახალი ინფიცირებული საკარატინო სივრციდანაა ან არსებული ინფიცირებულების კონტაქტებია. ჯერჯერობით ახალი წყარო არ გვაქვს და იმედია არ გაგვიჩნდება”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების კლება შეინიშნება.

,,შეინიშნება დადასტურებული შემთხვევების კლება, დაგვემატა მხოლოდ 3 პაციენტი,მათგან ჩვენს ცენტრში არცერთი არ მიგვიღია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც საკმაოდაა. ამ ეტაპზე გვიწევს 42 პაციენტი, აქედან 1 არის შესაძლო შემთხვევა, 41 არის დადასტურებული. ახალი პაციენტი არ გვყავს. არის 1 კრიტიკული და 1 მძიმე პაციენტი, მათი მდგომარეობა უცვლელია. ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელებულია უკვე 85 პაცინეტი”,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კოროვიდინფიცირების 626 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 297 და გარდაცვლილია 10 პაციენტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: