მეცხრე დღეა აჭარაში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

Nusagi

აჭარაში, 30 აპრილის შემდეგ, Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ლაბორატორიებში, გასული 24 საათის განმავლობაში, 351 პირი გამოიკვლიეს.

რეგიონში უკვე მეცხრე დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარაში ამ დროისთვის, ლაბორატორიული კვლევა კორონავირუსზე 6500-მდე პირს ჩაუტარდა.დილის მონაცემებით, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტტროში აცხადებენ, ბათუმის ცხელების ცენტრებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით 30 პირმა მიმართა. მათი ანალიზების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ცხელების ცენტრებიდან გადაგზავნილი ლაბორატორიულ ნიმუშებტან ერთად, იკვლევენ მიზნობრივ ჯგუფებსაც, რომელთა რაოდენობა რეგიონში, დღე-ღამის განმავლობაში 300 ანალიზს აჭარბებს.

პარალელურად ხდება საკარანტინო ზონებში მყოფი იმ პირების ლაბორატორიული კვლევა, რომლებსაც იზოლაციის ვადა ეწურებათ. დღეის მონაცემებით, აჭარაში კარანტინში1 431 პირი იმყოფება. ჯამში კარანტინი 5 155-მა ადამიანმა დატოვა.

Facebook Comments
%d bloggers like this: