ძველი პიჯაკის ჯიბეში აღმოვაჩინე და საკუთარ თავს შევასწარი-როგორ გამიხარდა და გამეცინა!-ნინო კვაჭანტირაძე

Nusagi

,,რა იყო ეს შაურიანი, ააა?- 5 კაპიკი, ეს იმას ნიშნავდა, რომ იმგზავრებდი ნებისმიერი საქალაქო ტრანსპორტით, მეტროთიც, იყიდდი 5 ცალ ასანთს, ერთ ცალ უქიშმიშო “ბულკს”, ნებისმიერ გაზეთს, (კომუნისტსაც) მწვანილის ერთ კონას, ორ ცალ 12 ფურცლიან რვეულს, 2 ცალ გრაფიტის ფანქარს, 1 ცალ კალამ-კალმისტარს, 5 ცალ “პეროს”, 2 საშლელს, დალევდი 1 ჭიქა გაზიან წყალს, დანარჩენები თქვენაც გამახსენეთ. ახლა 5 კაპიკით მხოლოდ იმგზავრებ ლიფტით, ისიც ყველა ლიფტით – ვერა!!!

და მთავარი, შაურიანზე მღეროდნენ- შაური შენ შაური მე… ახლა ძველი პიჯაკის ჯიბეში აღმოვაჩინე და საკუთარ თავს შევასწარი-როგორ გამიხარდა და გამეცინა!!!

ალალი და ორი შაურიო, შაურია მაგის ფასიო, ჯიბეში შაურიანი არ მიგდიაო…
პ.ს. მაგარი ფული იყოოო ძმაოოო, 1987 წელს მექსიკაში რო წავედი, ას მანეთში 76 დოლარი მოგვცეს და სულ ეს იყო “პაეზდკის” ფული და არც ერთი შაური მეტი და მეხიკოს შემდეგ აკაპულკოშიც დავისვენეთ და გუანა ხუატოშიც – 76 დოლარით – ბედნიერი საბჭოთა ტურისტები!!!”-წერს ფეისბუქმოხმარებელი ნინო კვაჭანტირაძე

Facebook Comments
%d bloggers like this: