FDA-მ სახლის პირობებში კორონავირუსის დასადგენი ნერწყვის ტესტის გამოყენების ნებართვა გასცა

Nusagi

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) სახლის პირობებში კორონავირუსის დასადგენი ნერწყვის ტესტის გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი  ავრცელებს.

სწრაფი ტესტები რატგერსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს. ტესტის მეშვეობით ადამიანს სახლის პირობებში ნერწყვის ნიმუშის აღება და კორონავირუსის დასადგენ ლაბორატორიაში გაგზავნა შეუძლია.

ასეთი ტექნოლოგია პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს შორის კონტაქტების რიცხვს ამცირებს, რაც დაავადების პრევენციის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

Facebook Comments
%d bloggers like this: