Advertisements

„ეს დიდი იმედია ჩვენი ქვეყნისთვის“ – ლვოვის მერმა სააკაშვილს ექსპერიმენტებისთვის თავისი ქალაქი შესთავაზა

ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ სურს თავისი ქალაქი სააკაშვილის რეფორმების საპილოტე რეგიონად იხილოს. ამის შესახებ სადოვიმ „სავიკ შუსტერის თავისუფალი სიტყვის“ ეთერში ისაუბრა.

„მესმის, რომ ბატონი სააკაშვილი რეფორმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს, მაგრამ სავარაუდოდ, საჭირო გახდება რაღაც საპილოტე ქალაქი ან რეგიონი. ლვოვი მზადაა ასეთ ქალაქად იქცეს.
კარგი იქნება თუ ამა თუ იმ წარმატებლ მოდელს პირველად აქ გამოვცდით, რომ შემდეგ მთელ უკრაინაში განვახორციელოთ“ – განაცხადა სადოვიმ.

ლვოვის მერმა მადლობა გადაუხადა სააკაშვილს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ თანამდებობას დათანხმდა.

„ეს დიდი იმედია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან თუ გადავხედავთ უკანასკნელ 20-25 წელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ქვეყნები, სადაც დემოკრატიული ცვლილებები განხორციელდა,  ბალტიისპირეთი და საქართველოა“ – აღნიშნა სადოვსკიმ.

Facebook Comments
Advertisements