კარანტინის შემსუბუქების შემდეგ გერმანიაში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა

Nusagi

საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებიდან რამდენიმე დღეში გერმანიაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, (RKI) ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1-ს აჭარბებს, რაც ცუდ მაჩვენებლად ითვლება.

კანცლერმა ანგელა მერკელმა ოთხშაბათს საკარანტინო შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა. ქვეყანაში თანდათანობით იხსნება მაღაზიები, სკოლები, სპორტული ღონისძიებები. 

მიუხედავად ამისა, შაბათს მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვდნენ. 

გერმანია პანდემიასთან ბრძოლის შედეგებით, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ითვლება. ის ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მე-7 ადგილზეა. მასობრივმა ტესტირებამ და ეფექტურმა კარანტინმა ხელი შეუწყო გარდაცვალების დაბალი დონის შენაჩუნებას.

ბოლო მონაცემების გამო, მერკელს ბევრი აკრიტიკებს მიღებული გადაწყვეტილების გამო. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქება ძალიან ადრეა.

კანცლერმა ადგილობრივ ხელისუფლებებს დაავალა, კვლავ შემოიღონ საკარანტინო შეზღუდვები, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ 100 ათას ადამიანზე 50–ს გადააჭარბებს. 

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში კოვიდინფიცირების აფეთქებამ უკვე გადალახა ეს ნორმა და 100 000-ზე 80 ადამიანი შეადგინა. 

ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი 1,1-ია. პანდემიის კონტროლისთვის ეს რიცხვი 1-ზე ნაკლები უნდა იყოს. 

ხელისუფლება ყურადღებით დააკვირდება და თუ დაინახავს, რომ ეს არის ტენდენცია, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები კვლავ ამოქმედდეს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: