მოსკოვში, გაუმართავი აპარატურის გამო, საავადმყოფო დაიწვა, სადაც კოვიდინფიცირებულები იყვნენ

Nusagi

მოსკოვში, სპასოკუკოცკის სახელობის საქალაქო საავადმყოფოში 9 მაისს, ღამე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი 6-სართულიან შენობას პირველი სართულის პალატიდან დაიწყო. შედეგად, რეანიმაციასი დაიღუპა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო მიერთებული. რამდენიმე კი, დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ფილტვების ვენტილაციის აპარატის გაუმართაობამ გამოიწვია. 

ТАСС -ის ცნობით, მეხანძრეებისა და ექიმების ძალისხმევით მოხერხდა სხვა მძიმე პაციენტების გადარჩენა. სააგენტო აღნიშნავს, რომ მსგავსი ხანძრები განსაკუთრებით საშიშია, რადგან უძლურად მყოფ ადამიანებს თავის შველა არ შეუძლიათ. ყველაზე მეტად დაზიანდა პალატა, სადაც ცეცხლი გაჩნდა. 

მეხანძრე, რომელიც ხანძრის ლიკვიდაციაში იღებდა მონაწილეობას, აცხადებს, რომ ყველაზე რთული იყო არატრანსპორტაბელური ადამიანების გადარჩენა, ვინც ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე იყვნენ მიერთებული. აპარატის გამორთვა არ შეიძლებოდა, აკუმულატორით კი, მხოლოდ წუთები შეძლებდა მუშაობას. პაციენტები რომ არ გაგუდულიყვნენ, მეხანძრეებმა ფანჯრები გააღეს და და კარები ჰერმეტულად დახურეს. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა კოვიდინფიცირებულები აპარატებიდან მოხსნეს და ხელით ვენტილაციაზე გადაიყვანეს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: