პუტინი: მათ, ვისაც 20 წლის წინ რუსეთის დანგრევა სურდა, შანსი ნამდვილად ჰქონდათ

Nusagi

“მათ, ვინც 20 წლის წინ ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული აქტები დააფინანსა და ამით რუსეთის შინგიდან გატეხვა სურდა, ამის შანსი ნამდვილად ჰქონდათ”,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პრეზიდენტის ინტერვიუს, რომელიც დაღესტანში 2019 წლის 12 სექტემბერს ჩაიწერა, რუსული მედია ახლა ავრცელებს.

“დაყავი და იბატონე”. ეს პრინციპი ამოქმედებდათ მათ, ვინც ტერორიზმის საშუალებით რუსეთის შინგინდან დანგრევას ცდილობდა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებისთვის, მაშინ მათ რეალური შანსი ჰქონდათ”,- აღნიშნა პუტინმა.

1999 წლის სექტემბარში რუსეთს ტერორისტული აქტების ტალღამ გადაუარა. ბუინაკსკში, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლები აფეთქდა, რასაც 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შემდეგ, 2000 წლის სექტემბერში რუსეთში კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი აფეთქდა, დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: