საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

Nusagi

უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნალექი შენარჩუნდება.

მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14 +16 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში +9 +11, ხლო მაღალ მთაში +2 +7 გრადუსი დაფიქსირდება.

11-12 მაისს დასავლეთ საქართველოში უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 +25 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ტემპერატურა აქაც მოიმატებს და +21 +23 გრადუსი დაფიქსირდება.

13-14 მაისს კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ვრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც საქართველოს უმეტეს რაიონებში კვლავ გაწვიმდება, იქნება ელჭექი და დასავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაიკლებს. ბარში +18 +20 გრადუსი, მთაში +15 +17 გრადუსია მოსალოდნელი.

17 მიაის ჩათვლით საქართველოს ცალკეულ რეგიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. საბოლოოდ, საქართველოში გამოდარებას 18 მაისიდან უნდა ველოდოთ.

Facebook Comments
%d bloggers like this: