უცხოური მედია

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, შვედეთის მოსახლეობა ხელისუფლების სტრატეგიით კმაყოფილია

Nusagi

​გამოკითხვის თანახმად, შვედეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილია კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიით, რომლის მიხედვითაც არ შეიზღუდა რესტორნების მუშაობა და არ დაიკეტა სკოლები.  ინფორმაციას Business Insider ავრცელებს. 

გამოცემასთან საუბრისას მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და ამბობს, რომ ისინი სოციალურ დისტანციას იცავენ მკაცრი შეზღუდვების გარეშეც.

რამდენად გაამართლებს აღნიშნული სტრატეგია, ჯერჯერობით უცნობია: გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე ბევრ ქვეყნაში, სადაც კარანტინია გამოცხადებული. ამასთან, ნაკლებია ზოგ ქვეყანასთან, სადაც საკმაოდ მკაცრი კანონებია. 

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი პრობლემად რჩება მოხუცთა თავშესაფრებში, თუმცა ბევრი ამბობს, რომ შვედეთის სტრატეგია გათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე.

შვედეთის საკამათო გადაწყვეტილება ადამიანებს საშუალებას აძლევს, იარონ რესტორნებში, ბარებში, მაღაზიებში, ამასთან, დაიცვან დისტანცია.

ქვეყანაში ამ მიდგომით უკმაყოფილოებიც არიან. თუმცა, მიუხედავად გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლისა, უმრავლესობა ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება. 

გამოკითხულთა მხოლოდ 11% აცხადებს, რომ არ ენდობა ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს ანდერ ტეგელს, რომელიც სტრატეგიის ავტორია. 

პოლიტოლოგიის დარგში უმეოს უნივერსიტეტის პროფესორი, კატარინა ეკემბერგი აცხადებს, რომ შვედეთის მოსახლეობა გაცილებით კანონმორჩილია, ვიდრე სხვა ქვეყნების. მისი თქმით, ისინი ზუსტად ასრულებენ ხელისუფლების მითითებებს და სტრატეგიამაც ამიტომ იმუშავა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,326,722 ნახვა
%d bloggers like this: