სიკვდილი მსოფლიოში 2 ათასამდე სპილოს ემუქრება

Loxodonta africana African elephant Bulls drinking at waterhole. Chobe National Park, Zimbabwe

Nusagi

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მილიონობით ადამიანთან ერთად ტაილანდში სამსახურის გარეშე ტურისტულ სფეროში დასაქმებული 100-ზე მეტი სპილო დარჩა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტურისტული სფეროს გაჩერების გამო კერძო კომპანიებს და ნაკრძალებს ცხოველების გამოკვება უჭირთ. დღეში თითო სპილო 300 კილოგრამამდე ბოსტნეულსა და ბალახს ჭამს. ამიტომ ჩინგმაის პროვინციაში სპილოების ველურ ბუნებაში დაბრუნება გადაწყვიტეს.

სპილოების მანქანებით გადაყვანა ძვირი დაჯდებოდა, ამიტომ მფლობელებმა ცხოველებს 150-კილომეტრის გავლა ფეხით მოუწიათ. ცხოველთა ადგილობრივ ფონდში ფიქრობენ, რომ ცხოველებისთვის ეს საუკეთესო გამოსავალია, რადგან ბუნებაში თავისუფლად შეძლებენ ცხოვრებას.

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, შიმშილისგან სიკვდილი მსოფლიოში 2 ათასამდე სპილოს ემუქრება, რადგან პანდემიის ფონზე მფლობელები მათ კვებაზე ვეღარ ზრუნავენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: