პოსტები სოციალური ქსელიდან

არაფერი მაფიქრდება დედისგინების გარდა. მაგრამ დესისგინება უკვე იყო…დავით კალანდია

Nusagi

გადავხედე ჩემს სტატუსურ შემოქმედებას, და მივხვდი, ძალიან პატარა ვარ.

ანუ, ძალიან მცირეფორმატიანი და წვრილთემიანი ვარ.

ათი წელი ვემსახურები ცუკერბერგის გამოგონებას, ამ დროის განმავლობაში ჩვიდმეტჯერ გავილახე, სამჯერ ხელი შევუბრუნე, ერთხელ დუელში გამომიწვიეს (არ წავედი), ორჯერ მე გამოვიწვიე (არც მაშინ წავედი), 277-ჯერ წყალი გამითიშეს (ვიტირე ამ თემაზე), 55-ჯერ მიწისძვრა მოხდა (ვიკითხე ამის შესახებ), ვხოხავდი, ცუდად ვიყავი, ვხახაობდი, ვაზიარებდი, მაზიარებდნენ, მოვწონდი, მომწონდა…მაგრამ კვლავ მარტო ვარ და ქუჩაში ყველა ძაღლი მიყეფს.

პარალელურ რეჟიმში დიდი რომანის წერა დავიწყე და მხოლოდ სათაური მოვიგონე: „ბნელეთის კანკანი“, იმის მერე სულ ვფიქრობ, ასეთ სათაურს რა სიუჟეტი მოუხდება? არაფერი მაფიქრდება დედისგინების გარდა. მაგრამ დესისგინება უკვე იყო…

ათი წელია ვლანძღავ ვიღას ჩვარ მიშას, რომელსად ადრე, მშვიდობიანობის დროს, ვერც დავაფიქსირებდი. და თუ დავაფიქსირებდი, არ მივეკარებოდი, რადგან დორბლიანებს, ოფლიანებს, სი@@@-ს გამომეტყველებიანებს, ვერიდებოდი, როგორც კეთროვანს.

ახლა კი ათი წელი მხოლოდ „მიშამიშამიშამიშავანო!“ გავკივი.

ათი წელი ცხოვრებიდან წაშლილია. ვინ დამიბრუნებს სისულელეზე დახარჯულ ათ წელს, მიშა? ვანო?

რაზე ვხარჯავ დროს…

როცა წასვლის დრო მოვა, რას დავუტოვებ შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს, მიშას ლანძღვას?

-ბაბუ-ბაბუ, არ წახვიდე, თქვი, რა გააკეთე ცხოვრებაში?

-მიშა ვლანძღე.

-და ევერესტი?

-ევერესტი არ მილანძღავს, რა სჭირს ევერესტს სალანძღავი?

-არა, ევერესტი დაიპყარი?

-არა…

-ქარვის ოთახი ნახე?

-არა…

-ტაო დაგვიბრუნე?

-არა…

-თამარის საფლავი მოძებნე?

-არა…

-ტყე შეგვინახე?

-არა…

-ცხენი შეკაზმე?

-კი, შევკაზმე, ნამდვილად შევკაზმე, ოღონდ…ოღონდ ცხენი არ ყოფილა, ჯორცხენა იყო. და იმანაც გადმომაგდო. ჩამეთვალა?

-არა, ბაბუ, არ ჩაგეთვალა.

ამაზე დამემშვიდობებიან და გამაცილებენ იქ, სადაც ქვაბი თუხთუხებს, მუგუზალი გიზგიზებს, გოგირდის სუნი ტრიალებს, ჩრდილში 60 გრადუსია და…და მიშა კენჭს იყრის.

ისევ მიშა???

არა, არ მინდა. სამოთხეში გავიქცევი, მიუხედავად იმისა, რომ იქ, სამოთხეში, ყველა ქალი ძირძველი ქალიშვილია, კაცები კი პრეფერანსს არ თამაშობენ….”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით კალანდია

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,934 ნახვა
%d bloggers like this: