ჟურნალისტების კვლევა – ილონ მასკს ფინანსური დანაზოგი არ გააჩნია და კრედიტებით ცხოვრობს,-

Nusagi

ამერიკელი ბიზნესმენ ილონ მასკს ფინანსური დანაზოგი არ გააჩნია და კრედიტებით ცხოვრობს,-ამის შესახებ  Wall Street Journal თავისი ჟურნალისტების კვლევაზე დაყრდნობით ერს. 

გამოცემის მონაცემებით, მასკი კრედიტების მისაღებად Tesla-სა და  SpaceX-ის აქციებს აგირავებს. მართლია, თავად მილიარდერი ამტკიცებს, რომ ფულის გასაჭირი არ აქვს, მაგრამ როგორც ირკვევა, მისი ვალი 500 მილიონ დოლარს აღემატება. 2019 წელს მან ბანკში Tesla-ს აქციების ნახევარი ჩადო, იმ დროისთვის პაკეტის ღირებულება იყო 15 მილიარდი დოლარი. 

2019 წელს მასკს ბრიტანელმა დაივერმა ცილისწამებისთვის 75 ათასი დოლარის კომპენსაცია მოთხოვა იმის გამო, რომ მასკმა მას პედოფილი უწოდა. მაშინ მილიარდერის ადვოკატი ამბობდა, რომ მასკს არ გააჩნია ამ ოდენობის თავისუფალი ფინანსები, რადგან მთელი მისი სახსრები კომპანიას ხმარდება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: