„საქართველოს ბევრად მეტად სჭირდება უკრაინა, ვიდრე უკრაინას საქართველო“ – მიხეილ სააკაშვილი

Nusagi

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა მისი დანიშვნის გამო, ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვას.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდი ნაწილი უკრაინიდან შემოდის და ასევე, ქართული პროდუქციის გასაღების მნიშვნელოვანი ბაზარია.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ბევრად მეტად სჭირდება უკრაინა, ვიდრე უკრაინას საქართველო. გასაგებია, ზომებიდან გამომდინარე“- , აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, უკრაინასთან ურთიერთობების ჩრდილქვეშ დაყენება კატასტროფული იქნება საქართველოსთვის.

„საქართველო რომ გაქრეს უკრაინისთვის, უკრაინაში ხალხს ეს არ დაეტყობა. უკრაინა რომ გაქრეს საქართველოსთვის, ეს იქნება ჩვეულებრივი ცარიელი მაღაზიის დახლები, მასობრივი შიმშილი, უბედურება.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკი არ არის და უკრაინა ამას არ იზამს“, – განაცხადა სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: