ჩერგოლეიშვილი: მე თითოეული ქართველის ჯიბეზე ვფიქრობ, თითოეული ქართველის მომავალზე

Nusagi

მე ახლა თითოეული ქართველის ჯიბეზე ვფიქრობ, თითოეული ქართველის მომავალზე, -ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ტვ-პირველის ეთერში  ე.წ. პოლიტპატიმრებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ თუ ეს ადამიანები არ გათავისუფლდებიან, საქართველომ დასავლეთისგან ვერ მიიღოს ფინანსური დახმარება. 

„მე არ მანაღვლებს კონკრეტული გვარები. ნამდვილად არ მანაღვლებს, ოქრუაშვილი სად იქნება ჩემდა თავად… ამერიკას ჰყავს პრეზიდენტი, რომლის საარჩევნო დაპირებაა – გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული. ამერიკის საელჩო არის იგივე ამერიკის ტერიტორია. როდესაც ეს ვიღაც ცეხავიკი აგდებს და ეს ორი მარიონეტი კიდევ რაღაცა სისულელეებს ლაპარაკობს, ამას ქართველი ხალხისთვის რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს, მე ეს მანერვიულებს. უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისის წინ ვდგავართ და უზარმაზარი კონკურენცია იქმნება ქვეყნებს შორის დასავლეთიდან ფულის მიღებაზე, ანუ ეხლა მე თითოეული ქართველის ჯიბეზე ვფიქრობ, თითოეული ქართველის მომავალზე. იმაზე, რომ ქართველებმა არ იშიმშილონ და არა ირაკლი ოქრუაშვილზე და გიორგი რურუაზე“,-აცხადებს ჩერგოლეიშვილი.  

Facebook Comments
%d bloggers like this: