Nusagi

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმი ვირუსის უნებლიე გამავრცელებელი არ უნდა იყოს.

შესაბამისად, მისი თქმით, შეიქმნება უსაფრთხო მიმოსვლის კრიტერიუმები, აეროპორტებისთვის კი, სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდება.

“უსაფრთხო დერეფნები – ეს არის მიმართულება, როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთში თანხმდება კრიტერიუმებზე- ეს იქნება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გასატარებელი აქტივობები, ეს შეიძლება იყოს რა დოკუმენტაციით უნდა იმოგზაუროს ადამიანმა, როდესაც ის მოფრინავს ჩვენი სტრატეგიული ქვეყნიდან და ასევე, შეეხება იმ მიმართულებას რა პროცედურები უნდა გაიაროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ, როდესაც მათ მოუნდებათ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა.

უსაფრთხო დერეფანი თავისი შინაარსით და სიტყვის წყობითაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს, იმას რომ მაქსიმალურად შეიქმნას უსაფრთხო მიმოსვლის კრიტერიუმები. ეს იქნება მინიმუმ სამმაგი ფილტრი, ეს არის ქვეყანა რომელსაც ტოვებს ადამიანი, თავის მხრივ ატარებს შესაბამის საქმიანობას.

შემდგომ არის აეროპორტი. როგორც იცით, უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა საერთაშორისო აეროპორტები ცდილობენ, რომ მაქსიმალური მობილიზება გააკეთონ და დანერგონ ისეთი გაიდლაინები, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული.

იქიდან გამომდინარე, რომ მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ელოდება იკაოს, ასევე როგორც ევროკომისიის გაიდლაინებს, ჩვენ ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა, გვაქვს აიატას მიერ დაწესებული რეკომენდაციები და წესები აეროპორტების მიმართებაში. თუ როგორ უნდა იყოს ინფრასტრუქტურა”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს შემთხვევაში, საავიაციო სააგენტო უკვე მუშაობს გაერთიანებულ აეროპორტებთან ერთად იმ წესებზე, რაც აუცილებლად დაინერგება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში.

“ეს შეიძლება, მარტივი მაგალითები რომ მოვიყვანოთ, გულისხმობდეს, რა თქმა უნდა, სოციალურ დისტანცირებას, ძალიან დიდი აქცენტებია გაკეთებული ადამიანებზე, ვინც მუშაობენ აეროპორტებში იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ სრული დაცვა. ეს იქნება პირბადე, ხელთათმანი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება და რაღა თქმა უნდა, ხშირი დეზინფექციის ხსნარის გამოყენება, სწორი დალაგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა რიგი აქტივობები გატარდება, თუმცა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ როგორც ჩვენ, ისე მთელი მსოფლიო ელოდება იკაოსა და ევროკომისიის რეკომენდაციებსა და წესებს.

პრემიერ- მინისტრის დავალება ძალიან მკაფიოა და მისი დავალება არის ესეთი. რომ ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ეს იქნება აეროპორტები თუ სახმელეთო საზღვრები, მაქსიმუმ დაყოვნება ტურისტის შემოწმების კუთხით, არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობის საშუალება იქნება ჩვენს ქვეყანაში იმისათვის, რომ ძალიან კომფორტული და ძალიან უსაფრთხო იყოს.”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: