ადამიანები როგორ მივიდნენ სამსახურებში?-არჩილ გამზარდია

Nusagi

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდის სოციალურ ქსელში წერს:

კარგია, რომ ხვალიდან შეზღუდვების გარკვეული ნაწილი მოიხსნება, მაგრამ ადამიანები როგორ მივიდნენ სამსახურებში? ხელისუფლებას ალბათ არც აინტერესებს და არც იცის, რომ მოქალაქეები, იმის შიშით, სამსახურები არ დაკარგონ, იძულების წესით, ტაქსებით გადაადგილდებიან, რის გამოც ანაზღაურება პრაქტიკულად გადაადგილებაში ეხარჯებათ…

ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა აღადგინოს:

1. ტრანსპორტი – ამ ეტაპზე მინიმალურ დონეზე მაინც, მაგ. მეტროპოლიტენი, ავტობუსები მაინც.

2. ავტომობილებში ერთი ოჯახის წევრების ერთად გადაადგილების საშუალება – ეს ყოვლად არაადეკვატური და უზნეო შეზღუდვა სასწრაფოდ უნდა მოიხსნას, ასევე უნდა მოიხსნას მძღოლის გვერდით დაჯდომის შეზღუდვა – ტაქსის მძღოლებს, უსაფრთხოების მიზნით თავად შეუძლიათ დატოვონ მსგავსი შეზღუდვა ინდივიდუალურად.

3. 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლება“ – წერს არჩილ გამზარდია.

Facebook Comments
%d bloggers like this: