ამის შემდეგ ლოგიკური იქნება სანქციებზე საუბარი – გოცირიძე ამერიკელი სენატორის განცხადებაზე

Nusagi

„ამერიკელი სენატორის განცხადება იმის ნიშანია, რომ შესაძლოა ქვეყანას ის ფინანასური და სასურსათო დახმარებები შეუჩერდეს, რაც პარტნიორი ქვეყნების მიერ იქნა გამოყოფილი და რის ასახვასაც მთავრობა ახლა ბიუჯეტში აპირებს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძროაბის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი განცხადებების შემდეგ, ლოგიკური ნაბიჯი იქნება სანქციებზე საუბარი.

„ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულოს და ეკონომიკური კრიზისი გააღრმავოს.

როდესაც სენატი აღიარებს, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, ეს უკვე სულ სხვა მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ხელისუფლებას და მისადმი დამოკიდებულება არ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

მილიარდები გინდოდეს დასავლეთისაგან და არ სცემდე პატივს დასავლურ დემოკრატიას, თამაშის პატიოსან წესებს, გამუდმებით ატყუებდე პარტნიორებს – ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდებოდა, ნათელი იყო. ხოდა დაუდგა ივანიშვილს განკითხვის ჟამი. მოვა დრო, მის მიმართ პერსონალური სანქციების მომსწრენიც გავხდებით.

პოლიტპატიმრების ყოლის დადასტურება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნატოსა და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხს. საკუთარი ძაკაუფლების მანიაკალური შენარჩუნების სურვილით, ივანიშვილი აზაინებს ქვეყნის საერთაშორისო ინტერესებსაც,“ – განაცხადა გოცირიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: