“არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს”

Nusagi

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნისა და შემსუბუქების პერიოდში მოქალაქეებმა თავიანთი ქცევა თავად უნდა გააკონტროლონ, რათა ქვეყანაში მიღწეული შედეგი შენარჩუნდეს.

„რეგულაციების შესუსტება-შენელება, შემცირება, შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას. მეტ-ნაკლებად ქართველებმა, თავიანთი განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად გადალახეს ეს პერიოდი და შეზღუდვებს დაემორჩილნენ, როგორც მოქალაქეები, ისე დანარჩენებიც. აქედან გამომდინარე, ვნახეთ, რომ შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს. აქედან გამომდინარე, მივმართავ მოსახლეობას, ყველას, რომ ამ ღონისძიებების მოხსნასთან ერთად, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომ აუცილებლად გააგრძელოს ის მაქსიმალური თვითშეზღუდვა. არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს.

როცა შენ იცი, რომ ქვეყანას, შენს გვერდზე მყოფს სჭირდება, ყველას სჭირდება, შენს თავს უნდა უთხრა, რომ მართალია, შეზღუდვები შემცირდა, მაგრამ დავიტოვებ ამ შეზღუდვებს მაქსიმალურად და ვეცდები, რომ არაფერი არ გავაფუჭო სამომავლოდ. თუ ჩვენ ყველანი – თქვენ, მე და ყველა ასე მოვიქცევით და შეზღუდვების მიუხედავად, თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ ალბათ ეს დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გამოსავალი კარგი იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: