“საქართველოს ჰყავს პოლიტიკური სპეკულანტები, პოლიტიკური მაროდიორები”

Nusagi

საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პოლიტიკურ სპეკულანტი, ბევრი პოლიტიკური მაროდიორი თუმცა არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

„შეხვედრებზე ოპოზიციამ ბუნებრივია პატიმრების საკითხი დასვა, თუმცა ჩვენი მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით ოთხივე შემთხვევაში მკაფიო პასუხი გაიცა – ვერავითარი პოლიტიკური მოლაპარაკების და შეთანხმების თემა ვერ გახდებოდა სასამართლოზე და პროკურატურაზე ზეწოლა და პრეზიდენტისთვის რამე ტიპის დავალების მიცემა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ 2020 წლის 8 მარტს შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე. დღეს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: