“ეჭქვეშ დგება წელს ტურიზმის არნახული განვითარება, რასაც მთავრობა აანონსებს”

Nusagi

“მეგობრებო მივმართავ ჩემს კოლეგებს ტურისტულ სექტორში.
თუ ამ განცხადებას დავეყრდნობით, მაშინ საერთოდ არ ღირს სასტუმროების გახსნა, რადგან 2 თვეში გახსნის და ახალი ეკიპირების ხარჯებსაც ვერ გავისტუმრებთ.
შესაბამისად ეჭქვეშ დგება წელს ტურიზმის არნახული განვითარება, რასაც მთავრობა აანონსებს. რა ვუყოთ სექტემბრის ჯავშნებს? კვლავ ორმაგი ზარალი, მაშინ როცა პატარა სასტუმროებმა კომპენსაციებიც ვერ მივიღეთ. გადაჭარბებულმა პანიკამ ისედაც ძალიან დაგვაზარალა, ახლა ეს განცხადება ბოლო ლურსმანია” – ასე გამოეხმაურა ლალი მოროშკინა ამირან გამყრელიძის კომენტარს: “ჯერ- ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, არ გვემატება ბევრი პაციენტები და ბევრი გამოჯამრთელდა, თუმცა სექტემბერში არ გამოვრიცხავ კორონავირუსმა დიდი ძალებით შემოგვიტიოს.”

Facebook Comments
%d bloggers like this: