მომავალი კვირიდან ბელგიაში ბაზრები, მუზეუმები და ზოოპარკები გაიხსნება

Nusagi

ბელგია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას განაგრძობს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან ქვეყნის სკოლებში მცირერიცხოვანი კლასებისთვის სასწავლო პროცესი მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვით განახლდება. გაიხსნება მუზეუმები, ისტორიული შენობები და ზოოპარკი, თუმცა ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით ბილეთებზე მათი მონახულების კონკრეტული დრო იქნება მითითებული. სილამაზის სალონები მხოლოდ წინასწარ ჩაწერით იმუშავებს. სპორტული კლუბები ვარჯიშს განაახლებენ.

კაფეები, რესტორნები, სპორტული და კულტურული ცენტრები სულ ცოტა კიდევ 3 კვირის განმავლობაში არ გაიხსნება.

11 მაისიდან ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე  გადავიდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: