“ფსევდოოპოზიცია მუდმივად კულუარულ გარიგებაშია „ოცნებასთან“

Nusagi

„ეს არის ვარჯიში თავზე ლაფის დასხმაში. მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ფსევდოოპოზიცია მუდმივად კულუარულ გარიგებაშია „ოცნებასთან“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ოპოზიციის განახლებულ კონსულტაციებს და საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენის შემთხვევაში მხარდაწერას არ აპირებს.

„მე არც კონსულტაციებში მიმიღია მონაწილეობა და მხარდაჭერასაც გამოვრიცხავ, რადგან ჯერ ერთი არავის აინტერესებს როგორ დაბინავდებიან ესენი. ხალხისთვის მთავარი ხვალინდელი დღე, ეკონომიკა, საკვებია ბოლოსდაბოლოს, სადაც უვე დიდი კატასტროფის წინაშე ვართ. ამას გარდა, პოლიტიკოსს თავმოყვარეობა უნდა გააჩნდეს. რადგან, „ქართულ ოცნებას“ როგორც კი ამოისუნთქვის საშუალება ეძლევა, იმ წუთიანვე სათავისოდ ატრიალებს ყველაფერს. ოპოზიცია კი, კიდევ ერთხელ შევიდა მის თამაშში და შესაბამისად კიდევ ერთხელ გადააგდებინა თავი. პრინციპში ეს გასაკვირიც არ არის, რადგან „ოცნებამ“ ოპოზიცია კი არა, ხალხი გადააგდო არაერთხელ. ოპოზიციამ კი ხალხისგან არამანდატაღებული მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვიტა და ბუღალტერიით დაკავდა. ამიტომ, თუ შიგნით ვიღაცეები კულუარულად რიგდებიან და მერე ამ გარიგებაში თავს მოტყუებულად თვლიან და თან გაიძახიან ყველაზე დიდი ფრაქცია ჩვენ ვართო,  “ქართულ ოცნებასთან„ ყველაზე დიდი მოთამაშეები სწორედ ეგენი არაიან და იმიტომაც ტყუვდებიან ყოველთვის!

ისინი თავის დროზე მოატყუა სააკაშვილმა, შემდეგ საპრეზიდენტოზე – ივანიშვილმა, მერე ისევ სააკაშვილამა… ანუ, პოლიტიკური თამაშებით მათ პრაქტიკულად ყველაფერი წააგეს, შესაბამისად მათთან რაიმე საერთოზე საუბარი ძალიან ცუდია, კონსულტაციები კი, ვარჯიში თავზე ლაფის დასხმაში“ – აცხადებს ჭიჭინაძე და თვლის, რომ 30 მაჟორიტარი დეპუტატი, ასეთ გადიდებულ ოლქებში, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი ჩუქება და „ფორა ქართული ოცნებისთვის.“

Facebook Comments
%d bloggers like this: