„ქართული ოცნება” მიჩვეულია „გადაგდებას” და თუ წავუყრუეთ, აბსოლუტურად ყველაფერში „გადაგვაგდებს“

Nusagi

თუ ჩვენ რაღაცას წავუყრუებთ, დათმობაზე ვინმე იფიქრებს, დამერწმუნეთ, „ქართული ოცნება” მიჩვეულია მოტყუებას, „გადაგდებას” და ის აბსოლუტურად ყველაფერში „გადაგვაგდებს“,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა იმართება.

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის წევრები დღეს საკუთარ მოსაზრებებს კიდევ ერთხელ შეაჯერებენ. ვაშაძე იმედოვნებს, რომ მათი პოზიცია ერთიანი იქნება.

„მოთხოვნა არის ერთიანი, რომ როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს, ასევე უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ამას მხარს სრულად უჭერს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ მოლაპარაკებას და აქ ყველა საკითხი დასრულებულია, როგორც გახარიამ თქვა, წერტილი დავსვათ, თუ გნებავთ.

დღეს ვიკრიბებით იმიტომ, რომ თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსიროს თავის აზრი, რის შემდეგაც საერთო განცხადებას გავავრცელებთ და იმედი მაქვს, სხვაობა არ იქნება ჩვენს პოზიციებში. ჩვენს ერთიან პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

თუ ჩვენ რაღაცას წავუყრუებთ, დათმობაზე ვინმე იფიქრებს, დამერწმუნეთ, “ქართული ოცნება” მიჩვეულია მოტყუებას, „გადაგდებას“ და ის აბსოლუტურად ყველაფერში „გადაგვაგდებს“, ამიტომ არც ერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ და მხოლოდ წინ, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის და ხალხისთვის საჭირო”,- განაცხადა ვაშაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: