ჩინეთში, covid19-ის კლასტერების გაჩენის გამო, დღეს მეორე ქალაქი ჩაიკეტა

Nusagi

ჩინეთში, კორონავირუსის ლოკალური კლასტერების გაჩენის გამო, დღეს მეორე ქალაქი ჩაიკეტა. საგანგებო მდგომარეობა ინფექციის ახალი აფეთქების შესაჩერებლად გამოცხადდა.

ჩაიკეტა და გაჩერდა ყველანაირი ტრანსპორტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ცზილინში, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოქალაქეებს აეკრძალათ საცხოვრებელი კორპუსების დატოვება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე. დაიკეტა კინოთეატრები,  სპორტული დარბაზები და სხვა გასართობი დაწესებულებები. აფთიაქები კი ვალდებული არიან, ხელისუფლებას შეატყობინონ სიცხის დამწევი პრეპარატების ყოველი მოთხოვნის შესახებ. 

4 დღის წინ დაიკეტა მეზობლად მდებარე ქალაქი შულანი, რომელშიც 600 000 მცხოვრებია. აქ 2 დღის განმავლობაში 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ქალაქები რუსეთს და სამხრეთ კორეას ესაზღვრება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: