აჭარაში კორონავირუსზე 391 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

Nusagi

აჭარაში კორონავირუსზე 391 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში ამ დროისთვის მოთავსებულია 20 პაციენტი, რომელთა კვლევის შედეგების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

კლინიკა „მედალფაში“ 4 ინფიცირებული მკურნალობს და მათ გამოჯანმრთელებას უახლოეს დღეებში ელოდებიან. ჯამში კორონავირუსი 60-მა პაციენტმა დაამარცხა.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი მშემთხვევა 14 მარტს (იმპორტირებული) დადასტურდა. ვირუსი სულ 71 ადამიანს დაუდგინდა, აქედან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და მათ საქართველო სპეცრეისით დატოვეს. აჭარაში კორონავირუსის შედეგად 2 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით კარანტინში 1438 ადამიანი იმყოფება. კარანტინი კი დატოვა 5 555-მა პირმა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4 373 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 386. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

Facebook Comments
%d bloggers like this: