„თუ გახარია არჩევნებამდე არ წავიდა, მაშინ ბერია ყოფილა და ივანიშვილსაც დაამარცხებს“

Nusagi

„ყველაფერი იქით მიდის, რომ გახარიას შეეწმინდოს მინიმუმ ბოლო ერთი წლის შეცდომები“  – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი:

„ჯერ კიდევ თვეების წინ მეპარებოდა ეჭვი, რომ გახარიას ივანიშვილი არჩევნებს ჩაატარებინებდა. არ მისცემს ამის უფლებას-მეთქი, ადრეც ვამბობდი. ვფიქრობ, ეს პროცესი დაიწყო. რამდენიმე დღის წინაც დავწერე პოსტი ფეისბუქზე, რომ გახარიას არ ჰყავს კარგი პიარი. კარგი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცუდად წარმოჩნდება. არ ვიცი, ვინ არის მისი მრჩეველი, მაგრამ აშკარად ცუდი მრჩეველი ჰყავს.
გახარია ახალი ხილი ნამდვილად არ არის. ბევრი პრემიერი ვნახეთ უკვე წასული, რომლებსაც მერე ხელი შეაწმინდეს. არა მგონია, გახარია გამონაკლისი იყოს. თუ არ გამართლდა ჩემი პროგნოზი და გახარია არჩევნებამდე არ წავიდა, მაშინ ეს ადამიანი ბერია ყოფილა და ივანიშვილსაც დაამარცხებს. ახლა თუ არ წავიდა, მერე მინიმუმ სამი წელი არ წავა.
დღეს ძალიან ცუდად არის „ოცნების“ საქმე. ის ამ არჩევნებს წააგებს, თუ არ გადადო“.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: