ქართველ ემიგრანტებს იტალიაში ცხოვრების და მუშაობის უფლება ეძლევათ?

Nusagi

რამდენიმე წუთის წინ, „პრაიმტაიმს“ იტალიიდან იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დაუკავშირდა. როგორც მან თქვა, მომავალი კვირიდან იტალიაში მყოფი არალეგალი ემიგრანტები ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით ისარგებლებენ.

ეს გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ რამდენიმე საათის წინ მიიღო.

„იტალიაში მცხოვრები არალეგალი ემიგრანტები ორშაბათიდან ე.წ. პერმესოთი ანუ ლეგალური ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით ისარგებლებენ.

დიდი შვება იქნება ჩვენი გაჭირვებული ემიგრანტებისთვის.

ისინი წლების განმავლობაში იძულებით „თვითიზოლაციაში” ცხოვრობენ. მათ ექნებათ საუკეთესო სოციალური პაკეტი და მაღალი ხელფასი, თავისუფალ დროს – ქუჩაში უშიშრად გადაადგილების შესაძლებლობა.” – ამბობს ნინო ღვედაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: