ნიკა გვარამიას კულინარიული რეცეპტი

Nusagi

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია საზოგადოებას საკუთარ კულინარიულ რეცეპტს სთავაზობს, რომელსაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.

„თეთრ მშრალ ღვინოში მოხარშეთ მწვანე ტყემალი ნიახურის ბოლქვთან (ზედმეტი არ მოგივიდეთ) და მთლიან წითელ ხახვებთან ერთად (ზედმეტი არ მოგივიდეთ). ამოიღეთ ბოლქვიც და ხახვებიც, სითხე დატოვეთ და ტყემალი გახეხეთ. მიღებული მასა შეაზავეთ: ომბალო, ცერეცო, ქინძი, კაკალი ქინძი, ნედლი ნიორი (არა ახალი, ანუ მწვანე, არამედ ნედლი ანუ ახალი შემოსული), მწვანე წიწაკა, წითელი წიწაკის ფანტელი, მარილი, შაქარი, პიტნა (ცოტა) და ტარხუნა (ბევრი).

პროპროციები თვითონ გამოიყვანეთ, არაა რთული.

ნებისმიერი სტუმრის კულინარიულ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდებით, როგორც მწვანე ტყემლისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი.

ps სინამდვილეში, ტყემლის ჭრიანტელია, მაგრამ რას დაეძებთ“, – წერს ნიკა გვარამია.

Facebook Comments
%d bloggers like this: