ორშაბათიდან იხსნება სილამაზის სალონები და მოიხსნება შეზღუდვა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე

Nusagi

ორშაბათიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიური მედიცინის ცენტრები,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა

მისივე თქმით, შეზღუდვები მოიხსნება 3-კაციან შეკრებებთან დაკავშირებითაც.

„არსებული ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური მედიცინის ცენტრები. ასევე მოიხსნება შეზღუდვა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში, თუმცა არ მოიხსნება შეზღუდვა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილაბე, რადგან როგორც ექიმები გვარწმუნებენ, ამ შეზღუდვას აქვს ძალიან სერიოზული ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა“,-განაცხადა მან. . 

Facebook Comments
%d bloggers like this: