ოჯახი, რომელსაც ბავშვი ჩამორთვეს, აქციას მართავს და ჩვილის დაბრუნებას ითხოვს

Nusagi

თბილისში,  სოციალურ მომსახურების სააგენტოს რაიონულ ოფისთან  ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ოჯახი, რომელსაც ბავშვი ჩამოართვეს, ოჯახი, აქციას მართავს და ჩვილის დაბრუნებას ითხოვს. ადგილზე იყო მობილიზბული საპატრულო პოლიცია.

ბავშვის მშობლები სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყუილში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ახალდაბადებული თბილისის ბავშვთა სახლის ნაცვლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახს მიაშვილეს. როგორც ბავშვის დედ-მამა აცხადებს, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ასევე მშობლების თქმით, სახელმწიფომ მათ გარკვეული დახმარება უნდა გაუწიოს, რათა საშუალება ჰქონდეთ, ბავშვი თავად აღზარდონ.

Facebook Comments
%d bloggers like this: