რუსეთში ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოში თავი მოიკლა

Nusagi

რუსეთში, სტავროპოლის მხარეში ქალმა, რომელმაც კოვიდ19 დაამარცხა, საავადმყოფოდან გაწერამდე თავი მოიკლა,-ამის შესახებ რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე დაყრდნობით იუწყება.

გუბერნატორის თქმით, ქალი უკვე ემზადებოდა საავადმყოფოდან სახლში წასასვლელად, მაგრამ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, ოჯახური უთანხმოების გამო, თავი მოიკლა. აჟამად მიმდინარეობს გამოძიება, გუბერნატორის თქმით, სიტუაციას პირად კონტროლზე აიყვანა. 

„ბევრს ნერვებმა უმტყუნა. ამ დღეებში ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ყურადღება და თანადგომა იმ ადამიანებისადმი, ვისაც განსაკუთრებით უჭირს“,-განაცხადა მან.

მანამდე, აშშ-ში ექიმმა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებისას თავი მოიკლა. არსებობს ვარაუდი, რომ ახალ კორონავირუსს ზოგ შემთხვევაში ფსიქიკაზე მოქმედება შეუძლია.  

Facebook Comments
%d bloggers like this: