ფეისბუქი მოდერატორებს ფსიქოლოგიური ტრავმებისთვის კომპენსაციას გადაუხდის

Nusagi

კომპანია Facebook-ი თანახმაა, გადაუხადოს კომპენსაცია მოდერატორებს, რომლებიც ფსიქოლოგიური ტრავმის გამომწვევ პუბლიკაციებს ათვალიერებენ და ამის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპენსაციის საერთო თანხა 52 მილიონ დოლარს შეადგენს. ყოველი მოდერატორი მინიმუმ, 1000 დოლარს მიიღებს. 

2018 წელს  Facebook-ის ერთ-ერთმა მოდერატორმა სელენა სკოლამ კომპანიას სასამართლოში უჩივლა. მან განაცხადა, რომ კომპანიაში მუშაობისას, 9 თვის განმავლობაში მას პოსტტრავმატული სტრეული აშლილობა დაემართა. მისი თქმით, ტექნოლოგიური გიგანტი სათანადო ყურადღებას არ აქცევს თავის თანამშრომლებს, რომლებსაც სოციალური ქსელებისთვის შეუფერებელი კონტენტების დათვალიერების გამო შესაძლოა, ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ. 

საჩივარში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელის მოდერატორებს უხდებათ დაათვალიერონ ვიდეოები, სადაც აღბეჭდილია ძალადობა ბავშვებზე, წამება, გაუპატიურება და მკვლელობა. მოსარჩელეს თქმით, „კომპანია იგნორირებდა თავის მოვალეობებს“ და უბრალოდ, ცვლიდა თანამშრომლებს, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს იღებდნენ თავიანთი სამუშაოს გამო. 

კომპანიამ თანხმობა განაცხადა, შეცვალოს კონტენტის მოდერაციის ინსტრუმენტები, რათა ტრავმის მომგვრელი გამოსახულებებისა და ვიდეოების მოქმედება შეამციროს. მაგალითად, მოდერატორებს შეეძლებათ ვიდეო შავ-თეთრი გახადონ ნახვისას, ან გამორთონ ხმა. ასევე, ფეისბუქმა პირობა დადო, რომ ორგანიზებას გაუკეთებს მოდერატორების ყოველკვირეულ შეხვედრებს ფსიქოლოგებთან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: