გიორგი რურუა ციხიდან განცხადებას ავრცელებს

Nusagi

მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მას შემდეგ, რაც იარაღი ჩაუდო და შემდეგ ეს ვერ დაამტკიცა, სამთავრობო მედიის საშუალებით ცილს სწამებს.

,,ბოლო პერიოდში სამთავრობო მედია საშუალებები ცდილობენ ბინძური კამპანიის აგორებას ჩემს წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც, ხელისუფლება ჩადის დანაშაულს და მიდებს იარაღს, შემდეგ ვერ ამტკიცებს ამას, მიდის აბსურდული პროცესები, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის ტყუილით, ცილისწამებით და ტრაგედიებით მანიპულირება.

რურუას თქმით, მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

,,იმდენად დაინტერესებულები არიან, განსხვავებული აზრის მქონე პირის ციხეში გამოკეტვით, რომ გონიათ, საკუთარ დანაშაულს ბინძური ტყუილებით, და აბსურდით გადაფარავენ.
“ქართლი ოცნების” მიერ აგორებული და სამთავრობო მედიის მიერ მხარდაჭერილი ეს ცილისმწამებლური კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა,ეს საბჭოთა რუსული მეთოდია და გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლის დადგენას ხელს ვერ შეუშლის”,- აცხადებს გიორგი რურუა.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს.

მას ოპოზიცია გიგი უგულავასთან და ირაკლი ოქრუაშვილთა ერთად პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მთავრობისგან მის გათავისუფლებას ითხოვს. იმავეს ითხოვენ ევროპარლამენტართა ნაწილიც.

გიორგი რურუა 90-იან წლებში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების, „ვერის საძმოს“ წევრია. დაჯგუფებას „ბოროტებს“ ეძახდნენ, რადგან მრავალ სასტიკი მკვლელობა ბრალდებოდა. თავად რურუას ვერაზე ჩაცხრილული მრავალშვილიანი ოჯახის გადარჩენილი წევრი, თამარ თორაძე მისი მშობლების და 5 ძმის მკვლელობაში ადანაშაულებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: