მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდს უპირისპირდება

Nusagi

უკრაინა პოტენციურად ძლიერია, რომ მომავალში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, რადგან მიღებული ტრანშები მხოლოდ საგარეო ვალებს ფარავს – განაცხადა უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა.

„რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი სხვადასხვა გავლენა. ვალდებულები ვართ, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვითანამშრომლოთ, მაგრამ ნახეთ რამდენ ფულს გვაძლევენ? ზუსტად იმდენს, რომ საგარეო ვალები დავფაროთ“ – განაცხადა ტელეარხი “1+1”-ს ეთერში მიხეილ სააკაშვილმა.

“თავის დროზე, საქართველოში უარი ვთქვი სსფ-თან თანამშრომლობაზე. ვფიქრობ, რომ უკრაინა პოტენციურად, საკმაოდ ძლიერია, რომ ამაზე უარი თქვას. რა თქმა უნდა იმ მიზნით არა, რომ ძველი ქურდები დაბრუნდნენ, არამედ იმისთვის, რომ ცივილიზებულიგზით განახორციელოს რეფორმები და ცვლილებები“ – აღნიშნა სააკაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: