პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ვირუსი დასრულებულად გამოაცხადა

Nusagi

სლოვენიის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სლოვენია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ვირუსი დასრულებულად გამოაცხადა. ხოლო, პანდემიის დასრულების შესახებ განცხადება სლოვენიის მთავრობის წევრებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად კორონავირუსის 7-ზე მეტი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თუმცა, ეპიდემიის დასრულების მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წესების დაცვა კვლავ ძალაში რჩება.

რაც შეეხება ქვეყანაში შესვლას, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან შემსვლელებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო არ იქნება, ხოლო არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის კარანტინის გავლა სავალდებულოდ რჩება.

Facebook Comments
%d bloggers like this: