პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

Nusagi

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს სანამ ავხსნი ჩემს ამ ურთულეს გადაწყვეტილების მიზეზს, უნდა განვმარტო ყველას გასაგებად კიდევ ერთხელ შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: